განბაჟება

FS Mackenzie სთავაზობს საბაჟო გაფორმების მომსახურებას უკვე 40 წლის განმავლობაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ საბაჟო გაფორმების პროცესს ევროკავშირში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სასომხეთში.

ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გააფორმოთ საბაჟო დეკლარაცია და რომელი საბუთები დაგჭირდებათ.

საბაჟო ტრანზიტი

ჩვენ ვიყენებთ საბაჟო ტრანზიტის პროცედურას, როდესაც ვაადგილებთ საქონელს საბაჟო ტერიტორიის ორ პუნქტს შორის ან სხვა საბაჟო ტერიტორიის გავლით. ასევე ჩვენ ვაფორმებთ საბაჟო ტრანზიტს საქონლის ჩატანისას ჩამოსვლის პორტიდან რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში შიდა საბაჟოზე.

ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს გადავზიდოთ ტვირთი ტრანზიტით საბაჟო ტერიტორიაზე ბაჟისა და გადასახადის გადახდის გარეშე და განვაბაჟოთ საქონელი დანიშნულების პუნქტში. მაგალითად, ტვირთის ჩატანისას ჩინეთიდან ან აშშ-დან ევროპის გავლით რუსეთსა ან უკრაინაში.
სტანდარტულ პროცედურას, რომელსაც იყენებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს, Common Union Transit ეწოდება. მაგრამ ხშირად გამოიყენება სხვა პროცედურებიც:

  • კარნეტ TIR
  • კარნეტ ATA
  • რეინის მანიფესტი

ექსპორტული საბაჟო გაფორმება

ჩვენ ხელს ვუწყობთ ექსპორტულ საბაჟო გაფორმებაში დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სასომხეთში.

FS Mackenzie International ახორციელებს:

  • საბუთების პაკეტის შემოწმებას კორექტულობაზე და სისრულეზე
  • ორიგინალების საკურიერო გაგზავნას
  • საზღვარზე დახმარების გაწევას, საჭიროების შემთხვევაში
  • საბაჟო საწყობის მომსახურებას
  • დროებითი გატანის მომსახურებას
  • საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია საქონლის გაფორმებასთან

იმპორტული საბაჟო გაფორმება

ჩვენ ვასრულებთ ტვირთების იმპორტულ საბაჟო გაფორმებას დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და საქართველოში, ასევე ხელს ვუწყობთ საბაჟო გაფორმებაში რუსეთსა და უკრაინაში.

FS Mackenzie განაბაჟებს იმპორტულ ტვირთებს და გთავაზობთ:

  • დღგ-ს საბაჟო გადასახადების და საბაჟო გადასახადების გადავადების მომსახურებას
  • საქონლის დეკლარირების მომსახურებას ქვეყანაში შესვლის პუნქტში (საზღვარზე) და დანიშნულების ადგილზე (შიდა საბაჟო)
  • საბაჟო საწყობის მომსახურებას
  • დროებითი შეტანის გაფორმების მომსახურებას
  • საბაჟო გაფორმების დარგში საკონსულტაციო მომსახურებას

სხვა სატრანსპორტო მომსახურება

ჩვენი მომსახურების სია ჩამოთვლილია ქვემოთ, დაუკავშირდით ეფ ეს მაქენზის უახლოეს ოფისს, რათა მიიღოთ სპეციალური, ადაპტური შეთავაზება.

ყველა მომსახურება

მოთხოვნის გაგზავნა

კონტაქტები

    Air FreightRoad FreightRail FreightSea FreightWarehouseCustomsSpecial Services

    © 2024 FS Mackenzie International Ltd Group.