საჰაერო გადაზიდვები

ჩვენი კლიენტები იყენებენ ავიაგადაზიდვებს, როდესაც საჭიროა საქონლის უვნებლობის დაცვა და ჩამოტანის ვადის შემცირება. ტრანსპორტის ამ სახეობას იყენებენ იმ საქონლის ტრანსკონტინენტალური გადაზიდვებისათვის, რომლისთვისაც ჩამოტანის მაღალი საფასური ეკონომიურად გამართლებულია.

ჩვენ შეჩვეულები ვართ საავიაციო მომსახურების მაღალკონკურენტულ ბაზარზე მუშაობას, ამიტომაც ჩვენი სერვისი ჩვენი კლიენტების მოთხოვნებთანაა ადაპტირებული.

  • FS Mackenzie-ის გააჩნია საკუთარი წარმომადგენლობები შემდეგ აეროპორტებში: დიდ ბრიტანეთში (ჰითროუ, გატვიკ, სტენდტ), გერმანიაში (ფრანკფურტი მაინზე), რუსეთში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ვლადივოსტოკი, ნოვოსიბირსკი, ანაპა), უკრაინაში (კიევი, ოდესა, ლვოვი) და საქართველოში (თბილისი).
  • ჩვენი გლობალური სააგენტო ქსელი ამუშავებს საავიაციო ტვირთებს მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში და ახორციელებს ჩატანას დანიშვნის ბოლო პუნქტამდე.
დაგვიკავშირდით, რათა გაიგოთ მეტი ეფ ეს მაქენზის საავიაციო მომსახურებაზე.

რეგულარული პირდაპირი ავიარეისები

პირდაპირი საავიაციო რეისების გამოყენების წყალობით ჩვენი კლიენტებს ვთავაზობთ ჩამოტანის უმოკლეს ვადებს, რაშიც გამოიხატება ავიაგადაზიდვების მთავარი უპირატესობა. კომპანია FS Mackenzie-ის დადებული აქვს ხელშეკრულებები ევროპისა და მსოფლიოს უმსხვილეს ავიაკომპანიებთან: British Airways, KLM, Lufthansa, აეროფლოტი, Turkish Airlines, Silk Road, International Ukraine Airlines, Hainan Airlines, AirBridgeCargo და სხვებთან.

ჩვენ ვიყენებთ ავიაგადაზიდვების შემდეგ პოპულარულ პირდაპირ მარშრუტებს:

  • პეკინი, შანჰაი, ჰონკონგი, შენჩჟენი - რუსეთი (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი) და უკრაინა (კიევი)
  • ნიუ-იორკი, ჩიკაგო - რუსეთი და უკრაინა
  • სტამბული - რუსეთი (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი), უკრაინა (კიევი) და საქართველო (თბილისი)
  • მილანი, ლონდონი, ფრანკფურტი - რუსეთი (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი) და უკრაინა (კიევი)

არაპირდაპირი სერვისები გადატვირთვით

ჩატანა არაპირდაპირი ავიაციური რეისებით ტრანზიტულ აეროპორტებში გადატვირთვით გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც პირდაპირი რეისების რაოდენობა ქვეყნებს ან აეროპორტებს შორის შეზღუდულია. ეს ვარიანტი პირდაპირ რეისთან შედარებით ამცირებს ჩამოტანის ღირებულებას, ამავე დროს ტრანზიტული დრო იზრდება 1 ან 2 დღით.

ჩვენ გთავაზობთ ავიაციური ჩამოტანის შემდეგ არაპირდაპირ მარშრუტებს:

  • ამერიკა - ევროპის გავლით (ფრანკფურტი, ამსტერდამი, ჰელსინკი, ბელგრადი) - რუსეთსა და უკრაინაში
  • ამერიკა და აზია - სტამბულის გავლით - საქართველოში
  • სინგაპური - ფრანკფურტის, ამსტერდამის, ბაქოს გავლით - რუსეთსა და უკრაინაში
  • კომბინირებული ჩამოტანა ‘ავია + ავტო’ ან ‘ავია + საზღვაო გადაზიდვა’ აზიასა და ამერიკიდან ევროპის გავლით რუსეთში

ტვირთების ავიაციური კონსოლიდაცია

ავიაგადაზიდვების ეს სახეობა აძლევს ჩვენს კლიენტებს საშუალებას შეამცირონ ჩამოტანის საფასური სატრანზიტო დროზე მინიმალური გავლენით. ჩვენი კომპანია იყენებს სპეციალიზირებულ კონსოლიდაციურ საწყობებს, რომლებზეც რამოდენიმე ტვირთმფლობელის ავია ტვირთებს აერთიანებს ერთ საჰაერო გადაზიდვაში, და ამის წყალობით შესაძლებელია გადაზიდვაზე ტარიფის შემცირება.

FS Mackenzie კონსოლიდირებს და აგზავნის საავიაციო ტრანსპორტით ტვირთებს შემდეგ რეგულარულ მარშრუტებზე:

  • ჩინეთი (შანჰაი, ჰონკონგი, პეკინი) - რუსეთი (აეროპორტი შერემეტევო, მოსკოვი)
  • ჩინეთი (ჰინკონგი) - რუსეთი (აეროპორტი პულკოვო, სანქტ-პეტერბურგი) ან ფინეთი (ჰელსინკი) შემდგომი საავტომობილო ჩატანით სანქტ-პეტერბურგში
  • აშშ (აეროპორტი JFK) - რუსეთი (აეროპორტი შერემეტევო, მოსკოვი)
  • აშშ (აეროპორტი JFK) - უკრაინა (აეროპორტი ბორისპოლი, კიევი)

სატვირთო ჩარტერული გადაზიდვები

ჩარტერული ავიაციური გადაზიდვა გულისხმობს კლიენტის საქონლის ჩამოტანას ცალკეული სატვირთო თვითმფრინავით, რომლის დაკვეთა ხორციელდება სპეციალურად ამ გაგზავნისთვის. ჩარტერული რეისებით ჩამოაქვთ სახიფათო და არაგაბარიტული ტვირთები იმ შემთხვევებში, როდესაც ჩამოტანა რეგულარული სამგზავრო ან სატვირთო რეისებით შეუძლებელია.

FS Mackenzie International Group ასრულებს სატვირთო ჩარტერულ გადაზიდვებს შემდეგი მარშრუტებით:

  • აზია - რუსეთი, უკრაინა, საქრთველო - აზია
  • აზია - ევროპა - აზია
  • ამერიკა - რუსეთი, უკრაინა, საქართველო - ამერიკა
  • ევროპა - რუსეთი, უკრაინა, საქართველო - ევროპა

საჩქარო ჩამოტანა კურიერით ბორტზე

იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა საჩქარო ჩამოტანა, ჩვენი კომპანია გთავაზობთ ინდივიდუალურ კურიერულ ჩამოტანას თვითმფრინავის ბორტზე - სიჩქარიან და საიმედო გადაზიდვის ხერხს. ჩვენ ნასწავლ კურიერების გუნდს გააჩნია საჭირო ვიზები, ამიტომ მათ შეუძლიათ მომენტალურად გაფრინდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტვირთით, და შეასრულონ ჩამოტანა რამოდენიმე საათში.

FS Mackenzie International გთავაზობთ:

  • კურიერების ქსელს მთელს მსოფლიოში
  • ჩამოტანის პროცესის დეტალურ ცნობას და მუშაობის გამოცდილებას
  • საკარო სერვისს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში
  • საბაჟო გაფორმების მომსახურების დამატებით სერვისს
  • კონკურენტუნარიან ფასებს

სხვა სატრანსპორტო მომსახურება

ჩვენი მომსახურების სია ჩამოთვლილია ქვემოთ, დაუკავშირდით ეფ ეს მაქენზის უახლოეს ოფისს, რათა მიიღოთ სპეციალური, ადაპტური შეთავაზება.

ყველა მომსახურება

მოთხოვნის გაგზავნა

კონტაქტები

    Air FreightRoad FreightRail FreightSea FreightWarehouseCustomsSpecial Services

    © 2024 FS Mackenzie International Ltd Group.