ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელებულ იქნას ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. თუ კი თქვენ დადებთ ასეთ ხელშეკრულებას, თქვენ შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას სატრანსპორტო კომპანიასთან მუშაობისას და სხვადასხვა არასტანდარტული სიტუაციების წინასწარ გათვლას.
გადაზიდვის განხორციელებისთვის არჩეული ტრანსპორტის ტიპზე დამოკიდებულებით (სახმელეთო ტრანსპორტი, საავიაციო, სარკინიგზო ან საზღვაო გადაზიდვა), ასეთი მომსახურების გაწევის საერთო პირობები განისაზღვრება სპეციალური სატრანსპორტო დებულებებით, კანონებით და წესებით (მაგალითად, კონვენციით ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ, ან IATA წესებით საჰაერო ტრანსპორტით მიტანისას).
ყველაზე ხშირად ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების მონაწილეები არიან:
- ტვირთმფლობელი – ის იღებს ვალდებულებას (საქონლის გამგზავნთაბ ერთად) გადასცეს საქონელი სათანადო მდგომარეობაში, შეფუთვაში, რომელიც საკმარისი იქნება ტვირთის დაცულობის უზრუნველყოფისთვის გადაზიდვის პროცესში, ტრანსპორტის სახეობაზე დამოკიდებულებით, და ასევე ის ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის თანხა;
- ექსპედიტორი – ის ვალდებულია მოახდინოს გადაზიდვის ორგანიზება, ასევე ის ვალდებულია მიიტანოს ტვირთები დანიშნულ ადგილზე და გადასცეს ისინი ტვირთმიმღების წარმომადგენელს.
ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება ფაქტიურად შესაძლოა ითვლებოდეს დადებულად ექსპედიტორის მიერ შეკვეთის ან ტვირთმფლობელისაგან განაცხადის მიღების მომენტში.
ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტი დასტურდება სატრანსპორტო ზედნადების ან სხვა დოკუმენტაციის გაცემით საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის შესაბამისად.
ხელშეკრულება შესაძლოა იყოს ერთჯერადი, ანუ დადებული მხარეებს შორის 1 კონკრეტულ გადაზიდვაზე, ან მუდმივი, რომელიც მოქმედებს ხანგრძლივად (მაგალითად, 1 წელი).
სატრანსპორტო მომსახურებაზე მუდმივი ხელშეკრულების დადებისას ტვირთმფლობელი არაა ვალდებული განათავსოს ყველა შეკვეთა გადაზიდვებზე მხოლოდ ჩვენ კომპანიასთან, მაგრამ FS Mackenzie-თან მუდმივი ხელშეკრულების არსებობა აძლევს ჩვენს კლიენტებს საშუალებას საგრძნობლად გაამარტივოს ყოველი კონკრეტული გადაზიდვის გაფორმების პროცედურა.
ჩვენი სტანდარტული ხელშეკრულების ნიმუშს თქვენ ნახავთ ამ ბმულზე.
დაგვიკავშირდით და ჩვენ დეტალურად აგიხსნით ჩვენი შესაძლებლობების შესახებ:
Valentina Ivanova,
FS Mackenzie – Georgia
ivanova@fsmac.ge
mob: +995 599 089 911